გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები
20 August 2025
სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფერო აგრარული უნივერსიტეტის 6 სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.
მიმდინარე წელს კომპანიის სტიპენდიანტები არიან სამი პროგრამის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები:
- აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ნათია გეგეშიძე, მარი ჭაღიაშვილი და მერაბ ხახიშვილი
- მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: შალვა ოთარაშვილი და ლალი მწყერაშვილი
- მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ბაქარ ჭყოიძე
კომპანია აგროსფერო, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდასაჭერად ყოველთვიურ სტიპენდიას მეოთხე წელია გადასცემს III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში განვითარების სურვილის მქონე სტუდენტებს.
Similar news
10 July 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 July 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 June 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 May 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 May 2026