გიორგი ღონღაძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
24 September 2025
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ღონღაძე სწავლას აგრძელებს სრული დაფინანსებით, Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე თეორიული ქიმიისა და კომპიუტერული მოდელირების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში, გიორგი ისწავლის Universitat de València-ში (ესპანეთი), Katholieke Universiteit Leuven-ში (ბელგია), Université de Toulouse-ში (საფრანგეთი).
სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული და კომპიუტერული ქიმიის განვითარებას. ეს დარგი ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი მედიკამენტების დიზაინისთვის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ასევე ახალი ნაერთების ქიმიური თვისებებისა და რეაქციისუნარინობის პრედიქციაში ქიმიურ ინდუსტრიასა და გამოყენებით ფიზიკურ მეცნიერებებში. გიორგიც სწორედ ამის გამო დაინტერესდა ამ პროგრამით.
Similar news
10 July 2026
ანი ვახანია სწავლას აგრძელებს University of Eastern Finland-ში
07 July 2026
სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2026
02 June 2026
თორნიკე ბუკია სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე
29 May 2026
დავით ადამია University of Angers-ში
20 May 2026