ლევან კიკაჩეიშვილი გაცვლითი პროგრამით იმყოფება გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში
03 May 2025
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი ლევან კიკაჩეიშვილი ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით იმყოფება გერმანიაში, ქალაქ გაიზენჰაიმში, Hochschule Geisenheim University-ში.
ლევანი გერმანიაში გაივლის რამდენიმე სასწავლო კურსს საერთაშორისო ღვინის ბიზნესისა და მეღვინეობის პროგრამებიდან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლევანი გეგმავს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის დასრულებას, გერმანიაში მიღებული გამოცდილებით კი საკურსო ღვინის დაყენებას და ღვინის ინდუსტრიაში ჩართვას.
Hochschule Geisenheim University წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორ სასწავლებელს, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით.

Similar news

05 May 2025
მარიამ გოდერიძე ახალ ზელანდიაში გადის პრაქტიკას

01 October 2024
მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის

20 September 2024
ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა

02 September 2024
თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის დაფინანსებით

17 June 2024