მარწყვის დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი
29 May 2026
23 მაისს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა მარწყვის დესერტების სამოყვარულო გაკვეთილი.
გაკვეთილი ჩაატარა კულინარიის აკადემიის ლექტორმა, ნატალია წერუაშვილმა.
სამოყვარულო გაკვეთილის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს უგემრიელესი ფრეზიე და მარწყვის ტარტი.
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები და მიირთვეს მათ მიერ მომზადებული დესერტები.
ასეთი სამოყვარულო გაკვეთილები არის შესანიშნავი შესაძლებლობა სტუდენტებისა და კულინარიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, შეისწავლონ ახალი კულინარიული მეთოდები და ინოვაციური რეცეპტები.
Similar news
20 May 2026
მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტები
16 May 2026
ქართული სამზარეულოს კურსი
15 May 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული დესერტი
12 May 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში მერვე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
10 May 2026