სამუშაო შეხდემიის სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.

14 ივლისი 2023

10-11 ივლისს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის, საქართველოს კულინარიის აკადემიის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავების მიზნით.

შეხვედრა ჩატარდა “შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების დანერგვის პროექტის“ ფარგლებში.

შრომის ბაზრის საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, რომელმაც მოიცვა 20-ზე მეტი კვების ობიექტი, მათ შორის, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: McDonald’s Georgia, Adjara Group, Radisson RED Tbilisi, რესტორანი ვერიკო, ნინიას ბაღი, ვაკის ბისტრო, და ა.შ.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

Food Safety Management