ლავუაზიეს წრე 2024 ჩატარდა

29 მარტი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე 2023.

კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით.

ლავუაზიეს წრე 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია:

I ადგილზე გასული გუნდის წევრები: არჩილ წიკლაური, კონსტანტინე დავითაშვილი, ილია დოკაძე - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასული გუნდის წევრები: ბარბარე ნინუა, ნანიკო დვალიშვილი, ელენე არჯევანიძე - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნია კაციაშვილი, საბა წიქარიშვილი, ანა შუბლაძე - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

სასწავლო ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარიის სკოლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასურს 8 სემესტრის განმავლობაში.

Lavuaziis Wre 2 Lavuaziis Wre 3 Lavuaziis Wre 1