კახა ბენდუქიძის კამპუსში მერვე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
12 May 2026
2026 წლის 24 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა მერვე გაცნობითი პროგრამა. 400-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.
აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მიერ მიმდინარე აკადემიურ წელს ჩატარდა 8 გაცნობითი პროგრამა აბიტურიენტებისათვის, რომელსაც ჯამში 4000-მდე მოსწავლე ესტუმრა.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
Similar news
20 May 2026
მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტები
16 May 2026
ქართული სამზარეულოს კურსი
15 May 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული დესერტი
10 May 2026
სამოყვარულო კულინარიული კურსი Strada-ს თანამშრომლებისთვის
07 May 2026