სამოყვარულო კულინარიული კურსი Strada-ს თანამშრომლებისთვის
10 May 2026
კულინარიის აკადემიაში Strada-ს თანამშრომლებისთვის სამოყვარულო კულინარიული კურსი ჩატარდა.
Strada რესტორენების ქსელია, რომელიც სტუმრებს ამერიკულ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობს.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა კულინარიის აკადემიის ლექტორთან, ილია ბენაშვილთან ერთად მოამზადეს ქართული სამზარეულოს რამდენიმე გამორჩეული კერძი:
- ისპანახის ფხალი მწვანე ლობიოთი და სატაცურით
- ჩაქაფული
- გებჟალია
კერძების მომზადების შემდეგ, მონაწილეებმა ერთად მიირთვეს საკუთარი ხელით მომზადებული კერძები.
წელს Strada 12 წლის გახდა და სწორედ ამიტომ, კულინარიის აკადემიამ მის თანამშრომლებს საჩუქრად გადასცა ჩვენი ავტორობით გამოცემული წიგნი - „ქართული გემო“
Similar news
20 May 2026
მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ახალი ნაკადის სტუდენტები
16 May 2026
ქართული სამზარეულოს კურსი
15 May 2026
საკონდიტრო პროგრამის სტუდენტების მომზადებული დესერტი
12 May 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში მერვე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
07 May 2026