Avtandil Korakhashvili
Professor; Head of the Food Production Laboratory at the Institute of Animal Husbandry
Professor; Head of the Food Production Laboratory at the Institute of Animal Husbandry
Professor; Head of the Food Production Laboratory at the Institute of Animal Husbandry
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1973-1975 წლებში მუშაობდა თბილისის საბაზისო სანერგეში, 1975-1979 წლებში კი საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროში მთავარი აგროტექნოლოგის პოზიციაზე. 1979 წლიდან მუშაობს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე. 2009 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. 2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ლექციების კურსს კითხულობდა მოშონმადიაროვარის უნივერსიტეტში - უნგრეთი, ოსაკის უნივერსიტეტში - იაპონია, ჯორჯიისა და მერილენდის უნივერსიტეტში - აშშ, ლუდონგის და შანდუნის უნივერსიტეტში - ჩინეთი, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯიპა-ში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამეცნიერო-კვლევით მივლინებებში იმყოფებოდა სანკტ-პეტერბურგის ს/ს აკადემიაში, რუსეთი, სურსათის ინსტიტუტში, გიზა - ეგვიპტე, ICARDA, ალეპო, სირია, კრიტის უნივერსიტეტი, ირაკლიონი, საბერძნეთი, უვნებლობის ინსტიტუტში, ბრისბენი, ავსტრალია, საკვების ინსტიტუტი, ელვასი, პორტუგალია, IISC-ის ცენტრი, იერუსალიმი, ისრაელი, EFITA, მონტპელიე, საფრანგეთი, AASSA, ჰალე, გერმანია, შანდონგის ახალი ტექნოლოგიების პარკი, ჩინეთი, ინდოეთის მეცნიერებათა აკადემია, ინდოეთი, იანტაის მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი, ჩინეთი. ამჟამად იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და არის მეცხოველეობის ინსტიტუტის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი ნაშრომი საქართველოში და საზღვარგარეთის 40-მდე ქვეყანაში, 2 პატენტის და 18 გამოგონების ავტორი და თანაავტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 36 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის, აგრეთვე 18 სამაგისტრო ნაშრომი.
1994 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
1984 - კანდიდატის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
საკვებწარმოება (B)
მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალის წარმოება და სერტიფიცირება (M)
Andronikshvili, Uushadze, Korakhashvili. (2013). Developed Agriculture as a Guarantee of the Independence. Annals of Agrarian Science. vol.11, 1, 2013, 8-12