Irakli Janashia
Associate Professor; Scientist
Associate Professor; Scientist
2001 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმის სპეციალობით. 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: "მეთაფლე ფუტკრის - Apis mellifera - რძემჟავა ბაქტერიული მიკროფლორის პრობიოტიკური პოტენციალის შესწავლა" და მიენიჭა ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2001-2011 წლებში მუშაობდა ვეტერინარ ექიმად. 2011-2016 წლებში იყო გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი. 2014-2023 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის მეფუტკრეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2022 წლიდან კი არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო მოიცავს მეთაფლე ფუტკრის დაავადებებს, მიკრობიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიას. აღნიშნულ საკითხებზე გამოცემული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები საერთაშორისო ჟურნალებში. არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული აგრარულ მეცნიერებათა დარგში.
2017 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი
2001 - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი