Manana Kereselidze
Chief Scientist at Vasil Gulisashvili Institute of Forestry
Chief Scientist at Vasil Gulisashvili Institute of Forestry
Chief Scientist at Vasil Gulisashvili Institute of Forestry
1985 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი, სპეციალობით - მცენარეთა დაცვა. 1985 წლიდან მუშაობდა ვასილ გულისაშვილის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილებაში. ხოლო 2011 წლიდან მუშაობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. არის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული და ხელმძღვანელი. 2014 წელს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული გრანტის საშუალებით შეიქმნა მწერთა პათოგენების კვლევისა და სწავლების თანამედროვე ლაბორატორია, სადაც დღეისათვის მისი ხელმძღვანელობით მაგისტრანტები მუშაობენ თემებზე მცენარეთა მავნე მწერების ბიოკონტროლის მიმართულებით. 2014 წლიდან ამავდროულად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად, როგორც ტყის, ისე ს/მ მცენარეთა მავნე მწერების ბიოაგენტებზე. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ბროშურა, მონოგრაფია. ზეპირი მოხსენებით სამეცნიერო შედეგები წარდგენილი აქვს სხვადასხვა ადგილობრივ, საერთაშორისო კონფერენციებზე. 2007 წლიდან არის ბიოლოგიური კონტროლისა და უხერხემლოთა პათოლოგიის საზოგადოების (SIP) წევრი. ტრენერი (მცენარეთა დაცვის საკითხებში), ტრენერთა ერთიანი ბაზის წევრი.
1995 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი
1985 - საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი, სპეციალობა - მცენარეთა დაცვა.