Mariam Merabishvili

Researcher of Iulon Lomouri Institute of Agricultural Production

Mariam Merabishvili

Researcher of Iulon Lomouri Institute of Agricultural Production

Biography

2012 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აგროეკოლოგიის სპეციალობით. ამავე მიმართულებით 2019 წელს დაიცვა დისერტაცია აგრონომიაში თემაზე: "შიდა კახეთის საძოვრების ნიადაგურ-ეკოლოგიური თავისებურებები" და მიენიჭა აგრარული მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში, სტუდენტების ბაზების მენეჯერად, პარალელურად PR-ის განყოფილებაში, ატარებდა და გეგმავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს სხვადასხვა აუდიტორიასთან, მაგ: სკოლებში, აბიტურიენტებთან და ა.შ. პარალელურად, 2009-2021 წლებში მონაწილეობდა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევით და სამეცნიერო პროექტებში ძირითად პერსონალად, კოორდინატორად და მენეჯერად. მათ შორის, 2015-2019 წლებში იყო Volkswagen Foundation-ის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი. აქვს წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. 2011-2019 წლებში მიღებული აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ორგანიზაციების ჯილდოები და სტიპენდიები, მათ შორის ვენის, ავსტრიის, ბოკუს უნივერსიტეტის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტიპენდია და გავლილი აქვს თურქეთში, ერზრუმში, ათათურქის უნივერსიტეტში აგრონომიის მიმართულების საზაფხულო სკოლა. ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში, გერმანიში (გრაიფსვლადის უნივერსიტეტი), აზერბაიჯანში (განნჯის აგრარული უნივერსიტეტი), ალმაატა, ყაზახეთი და ა.შ 2021 წლიდან არის ორგანიზაცია - European Association of Research Managers and Administrators (EARMA)-ს და მისი გენერალური ასამბლეის წევრი და 2022 წელს კონფერენციის მონაწილე, Oslo, Norway, Oslo Congress Centre. 2021-2023 წლებში მოგებული აქვს სამოგზაურო გრანტები ორგანიზაცია (EARMA)-სა და ევროკომისიისგან. 2009 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის მკვლევარი.

განათლება

2019 - აგრარული მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
2012 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიის ფაკულტეტი

პუბლიკაციები

Bedoshvili, D., Mosulishvili, M., Chkhutiashvili, G., Maisaia, I., Ustiashvili, N., Merabishvili, M. (2021). Diversity and local use of wheat in Georgia. Annals of Agrarian Science 19, 2. 103-110

Mosulishvili, M., Bedoshvili, D., Maisaia, I., Rusishvili, N., Ustiashvili, N., Chkhutiashvili, G., Merabishvili, M. (2021). Diversity of wheat in modern Georgia versus discoveries of the archaeological excavations of the 6,000 BC Neolithic sites of Lower Kartli Region (SE Georgia). Annals of Agrarian Science. 19,1: 46-52

Merabishvili, Mariam. (2019). Ecological Assessment of Pastures of Eastern Georgia (Kakheti). Annals of Agrarian Science, 17188 – 196

Kvrivishvilia, T. O., Urushadze, T. F., Blum, Winfried E.H., Jorbenadze, L. T., Tsereteli, G. V., Merabishvili, M. N.,Gogidzea, K. A., Kakhadze, R. G., Kunchulia, I.O. (2018). The Red Book of the soils of Georgia. J. Annals of Agrarian Science. Vol.16. No 3. 2018. pp. 332-343

ურუშაძე, თენგიზ, ბლუმი, ვინფრიდ, ქვრივიშვილი, თამარ, ჯორბენაძე, ლეო, წერეთელი, გიული, კახაძე, რუსუდან, მერაბიშვილი, მარიამ, გოგიძე, ქეთევან, კუნჭულია, ილია. (2018). საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნი. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 117 გვ.

ბედოშვილი, დ., ბეციაშვილი, მ., ქირიკაშვილი, ლ., კოშაძე, თ., მერაბიშვილი, მ. (2014). სიმინდის ადგილობრივი პოპულაციებიდან ინბრედ ხაზების ჰაპლოიდური თესლის მიღება in vivo მეთოდით. საქ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 33. გვ. 131-136