Nodar Dumbadze
Lecturer; Researcher at the Laboratory of Engineering Polymers
Lecturer; Researcher at the Laboratory of Engineering Polymers
Lecturer; Researcher at the Laboratory of Engineering Polymers
2019 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და მიენიჭა ქიმიის ბაკალავრის ხარისხი. 2021 წელს დაამთავრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა ქიმიის მაგისტრის ხარისხი. 2021 წელსვე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტების ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ქიმიის მიმართულებით. 2017 წლიდან აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ახორციელებს ახალი ტიპის პოლიელექტროლიტური სამემბრანე მასალების სინთეზსა და კვლევას წყლის ელექტროლიზერებსა და საწვავ ელემენტებში გამოყენებისთვის. 2023 წელს ერთობლივი „Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ჰან-შიკარდის ინსტიტუტში, სადაც ახორციელებდა ახალი ტიპის ანიონგამტარი სამემბრანე მასალების სინთეზსა და კვლევას. 2020 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ხოლო 2021 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს სტატიები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში (მათ შორის ჟურნალ “Advanced Energy Materials”-ში, რომლის იმპაქტ-ფაქტორია 27.8). მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და არის სხვადასხვა პრიზების მფლობელი. თანახელმძღვანელობას უწევს სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების მომზადებისა და დაცვის პროცესს. 2024 წლის იანვრიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო პოლიმერების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას.
2021-დღემდე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ერთობლივი სადოქტორო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ქიმიის მიმართულების დოქტორანტი
2019-2021 – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ქიმიის მაგისტრი
2015-2019 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა, ქიმიის ბაკალავრი
ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი (B)
ორგანული ქიმია I - ლაბორატორიული კურსი (B)
ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები II (B)
ფიზიკური ქიმია I (B)