Revaz Korashvili
Professor; Head of the Program in Chemistry
Professor; Head of the Program in Chemistry
2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის სპეციალობით. ამავე სპეციალობით 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური წოდება. 2004-2007 წლებში მუშაობდა ჰამბურგის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში ტექნიკურ ასისტენტად. 2008-2012 წლებში იკავებდა ჰამბურგის უნივერსიტეტის ტექნიკური და მაკრომოლეკულური ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და ლაბორატორიული კურსის მასწავლებლის პოზიციებს. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი და ქიმიის პროგრამის კოორდინატორი. ამჟამად არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიის ტექნოლოგიური ლაბორატორიისა და ქიმიის პროგრამის ხელმძღვანელი.
2012 - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიაში თემაზე "Heterogen katalysierte Copolymerisation von Kohlendioxid und Propylenoxid", ჰამბურგის უნივერსიტეტი. (დოქტორის აკადემიური ხარისხი)
2008 - ქიმიის დიპლომი, ჰამბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2000 - ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი
ზოგადი ქიმია (B)
ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები 1 (B)
არაორგანული ქიმია 3 (B)
ჯუნიორ პროექტი ქიმიაში (B)
სენიორ პროექტი ქიმიაში (B)
სამაგისტრო სემინარი ქიმია (M)
სამაგისტრო მოდული (M)