კულინარიის აკადემიის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 2025
02 February 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის 2025 წლის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ტრადიციული ცერემონია ჩატარდა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:
- ანასტასია ბენდუქიძემ, ცოდნის ფონდის დირექტორმა
- ანა ფხალაძემ, საქართველოს კულინარიის აკადემიის მენეჯერმა
- ილია ბენაშვილმა, საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა
- ნუცა ბაიაძემ, საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა
- ანდრო სანიკიძემ, საქართველოს კულინარიის აკადემიის 2025 წლის გამოშვების საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა
ცერემონიაზე სერტიფიკატები გადაეცათ:
- კულინარიის აკადემიის მზარეულისა და კონდიტერის პროგრამების კურსდამთავრებულებს
- აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს