მარიამ გურგენიშვილი რთველში გაივლის პრაქტიკას ახალ ზელანდიაში
03 March 2025
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტი მარიამ გურგენიშვილი რთველში გაივლის პრაქტიკას ახალ ზელანდიაში, მარლბოროს რეგიონში, მეღვინეობა New Zealend Wineries Limited-ში.
მანამდე იგი იმყოფებოდა სტაჟირების პროგრამით გერმანიაში, Lauffener Weingärtner-ის მეღვინეობაში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი კოოპერატივი გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე.
მარიამისთვის ძალიან საინტერესოა რთველის პროცესზე დაკვირვება და მასში მონაწილეობა. მისი მიზანია მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებამდე მრავალფეროვანი პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება.

Similar news

13 May 2025
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა სტაჟირება გაიარა საფრანგეთში

10 May 2025
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XVI ეროვნულ კონგრესში

05 May 2025
მარიამ გოდერიძე ახალ ზელანდიაში გადის პრაქტიკას

03 May 2025
ლევან კიკაჩეიშვილი გაცვლითი პროგრამით იმყოფება გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში

28 February 2025