სტუდენტების შექმნილი ქართული ღვინის ინდექსი
10 June 2024
მატრიცაზე წარმოდგენილია ქართული ღვინის ინდექსი.
ქართული ღვინის ინდექსი შექმნეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, ღვინის მარკეტინგის საგნის ფარგლებში, ლექტორის ბექა კოკაიას ხელმძღვანელობით.
მატრიცის ღერძებია იშვიათი/გავრცელებული ჯიშები და ღვინის დაძველების პოტენციალი/ცინცხალი არომატები.
საქართველოში დადასტურებულად არსებობს ვაზის 525 ჯიში, თუმცა, დღეს იწარმოება ბევრად ნაკლები.
ინდექსის შექმნის მიზანია ქართული ღვინით დაინტერესებულმა ადამიანმა ნახოს ბაზარზე წარმოდგენილი ტოპ-50 ქართული ღვინოებიდან რომელია ფარდობითად ყველაზე გავრცელებული ან იშვიათი და ფარდობითად რომელს აქვს დაძველების მეტი პოტენციალი და/ან ცინცხალი არომატები.
მსოფლიო მეღვინეობაში დიდწილად ამ პარამეტრების მიხედვით დგება ღვინის ფასი.
![10 06 2](/media/tgojo5qh/10-06-2.jpg)
Similar news
![Მიხეილ Ნატროშვილი](/media/ljtnjdmp/მიხეილ-ნატროშვილი.jpg)
01 October 2024
მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის
![Elisabed Gelasvili](/media/itwdylkx/elisabed-gelasvili.jpg)
20 September 2024
ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა
![Თამარ Ხატისაშვილი](/media/0hekcb0a/თამარ-ხატისაშვილი.jpg)
02 September 2024
თამარ ხატისაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის დაფინანსებით
![Მედეა Მღებრიშვილი](/media/bxtn4ifd/მედეა-მღებრიშვილი.jpg)
17 June 2024