სტუდენტური დასაქმების ფორუმი

05 May 2026

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კამპუსში ჩატარდა სტუდენტური დასაქმების ფორუმი. 

ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სექტორში მოქმედმა 100-მდე კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და გააცნეს თავიანთ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობები.

სტუდენტური დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.

Job1 Job2 Job3 Job4 Job5 Job6 Job7 Job8