სტუდენტური გამოფენა
11 July 2026
24 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების (Artes Liberales) პროგრამის II, III და IV კურსის სტუდენტების სტუდენტური გამოფენა კლასიკურ ქანდაკებასა და აკადემიურ ხატვაში.
თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ხატვისა და კლასიკური ქანდაკების კურსი გეომეტრიული დისციპლინებისა და პლასტიკური ანატომიის ელემენტებს ეფუძნება. მისი დახმარებით სტუდენტები ივითარებენ ვიზუალურ და სივრცით წარმოსახვას, მოცულობის აღქმასა და ნატიფ მოტორიკას.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს მანამდე ამ დისციპლინებთან შეხება არ ჰქონიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი გამოფენის მიზანია იმ პრაქტიკული და შემოქმედებითი პროგრესის ჩვენება, რომელსაც მათ ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მიაღწიეს.
გამოფენის ფარგლებში სიმღერის ჯგუფის სტუდენტებმა შეასრულეს: Anima Christi, Mille Regretz, Stabat Mater, შენ ხარ ვენახი, ოღონდ შენთან მამყოფინა.
სტუდენტური გამოფენა მომზადდა მაგდანა ქობალიას ხელმძღვანელობით.
Similar news
11 May 2026
ნინი სებისკვერაძე სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University (CEU)-ში
21 January 2026
თამარ ქავთარაძე სწავლას აგრძელებს Montpellier Business School (MBS)-ის საბაკალავრო პროგრამაზე
25 August 2025