ვეტერინარიუმში სტერილიზაცია ლაპაროსკოპიით ტარდება
15 August 2025
ვეტერინარიუმში სტერილიზაცია ტარდება ლაპაროსკოპიით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე, უფრო უსაფრთხო და ცხოველის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტერილიზაციის მეთოდს.
ლაპაროსკოპიით სტერილიზაციას აკეთებს ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე. ის ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
სტერილიზაციის ორივე მეთოდი (ოვარიოჰისტერექტომია და ლაპაროსკოპიული ოვარიექტომია) კლინიკაში ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, ხშირად გვეკითხებიან, თუ რომელია უკეთესი?
საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინებით, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ლაპაროსკოპიულ ოვარიექტომიას, რადგან მისი ძირითადი უპირატესობებია:
- დაბალი ინვაზიურობა და სწრაფი რეაბილიტაცია – ლაპაროსკოპიისას სისხლდენის, ინფექციების და ქსოვილოვანი ტრავმის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია, რაც გულისხმობს მცირე ჭრილობებს, ნაკლებ ტკივილს და ცხოველის სწრაფ გამოჯანმრთელებას
- უფრო ზუსტი ქირურგიული მიდგომა – ლაპაროსკოპიული ოვარიექტომია საშუალებას იძლევა, რომ ჭრილობა გაკეთდეს მუცლის ღრუს უფრო ზედა (კრანიალურ) ნაწილში, რაც უკეთეს ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს და ამცირებს საკვერცხის ნაშთის სინდრომის განვითარების რისკს
- დაბალი რისკი საშვილოსნოს დაავადებების მიმართ - ოვარიოჰისტერექტომიის შემდეგ ძაღლების 35%-ში აღინიშნებოდა ტაკვის პიომეტრა (ქსოვილის ნარჩენში განვითარებული პიომეტრა), ხოლო ოვარიექტომიის შემდეგ - არცერთ შემთხვევაში. აღნიშნული პათოლოგიები დაკავშირებულია საკვერცხის დარჩენილი ქსოვილის არსებობასთან
- სიმსივნის განვითარების დაბალი რისკი – ლაპაროსკოპიული ოვარიექტომიისას საშვილოსნო რჩება ორგანიზმში, რაც თეორიულად ტოვებს სიმსივნის განვითარების მცირე შანსს, თუმცა ეს რისკი უკიდურესად დაბალია: კეთილთვისებიანი სიმსივნის ალბათობა – 0.03%, ავთვისებიანის – 0.003%
- ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება – საკვერცხეების ამოკვეთა იწვევს რეპროდუქციული ციკლის შეწყვეტას, თუმცა საშვილოსნოს შენარჩუნება ხელს უწყობს ჰორმონების თანდათანობით და ბუნებრივად დაბალანსებულ რეგულაციას
- მუცლის ღრუს სტრუქტურების უკეთესი ვიზუალიზაცია – ლაპაროსკოპია უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების დეტალურ ხედვას, რაც ქირურგს ზუსტი მანიპულაციის საშუალებას აძლევს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პარალელურად შეფასდეს ღვიძლი, ელენთა, ნაწლავები და სხვა სტრუქტურები
ლაპაროსკოპიული პროცედურა ვეტერინარიუმში ხორციელდება უახლესი, მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატურის გამოყენებით, კერძოდ, Mindray UX5 4K/NIR სისტემით, რომელიც აღჭურვილია 4K ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის ფუნქციით.



Similar news

17 August 2025
ჟოზეფინას ამბავი

14 August 2025
The story of Tsatsuna the Raccoon

29 July 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე მონაწილეობას მიიღებს Intrauma-ს მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმში

28 July 2025
Liza Rogava

21 July 2025