საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორია

  მთავარი


shes
mas

 

a-1
a-2
a-3
a-4
a-5
a-6
a-7
a-8
a-9


sed
das
sem

 

chven
pub


 

 

 

 

 

 

 

 

 


ამოცანა 7

კულტურების სიცოცხლისუნარიანობის დადგენა წვენის ნიმუშებში ინკუბაციის დროს 

კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91+ Lactobacillus plantarum  G99
კონსორციუმი II: Lactobacillus casei G51+ Lactobacillus plantarum  G101.

კონსორციუმ I-ით შავქლიავას წვენის 3-დღიანი ფერმენტაციის შემდეგ რძემჟავა ბაქტერიების შტამების საწყისმა კონცენტრაციამ 1.0×107±0.06 კწე/მლ-იდან მოიმატა 4.0×108±0.08 კწე/მლ-ამდე, სამაცივრე პირობებში შენახვიდან მე-7 დღეს ბაქტერიების ტიტრი გაიზარდა 2.0×109±0.09 კწე/მლ-ამდე. 21-ე დღიდან დაიწყო უჯრედების რაოდენობის 10-ჯერ შემცირება, ხოლო 35-ე დღეს შემცირდა ტიტრამდე 1.8×107±0.06 კწე/მლ.  კონსორციუმ II-ით  ფერმენტირებულ შავქლიავას წვენში 3-დღიანი კულტივირებისას, პრობიოტიკების საერთო რაოდენობა 3-ჯერ ნაკლები იყო კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენთან შედარებით და შეადგენდა 1.4×108 კწე/მლ-ს. პრობიოტიკების ტიტრი სამაცივრე პირობებში 35-ე დღეს შემცირდა 1.2×106 კწე/მლ-ამდე.  ატმის წვენების კონსორციუმი I-ით 3-დღიანი ფერმენტაციის შემდეგ ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა შეადგენდა 2.0×108 კწე/მლ-ს, ხოლო კონსორციუმ II-ის შემთხვევაში 4.0×108±0.15 კწე/მლ-ს. მატება გრძელდებოდა კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენში 7 დღის განმავლობაში, საბოლოოდ, 35-ე დღეს, კონსორციუმ I-ში ბაქტერიების ტიტრი შეადგენდა 4.2×105±0.10 კწე/მლ-ს და კონსორციუმ II-ში კი 3.2×104±0.25 კწე/მლ-ს (სურათი 2, ცხრილი 1). მიკროორგანიზმების ბაქტერიოსტატიკური აქტივობის დასადგენად ასევე ჩატარდა სუსპენზიის ოპტიკური სიმღვრივის გაზომვა სპეტროფოტომეტრზე. თერმოსტატში ფერმენტაციისას კონსორციუმ I-ით ფერმენტირებულ წვენებში უჯრედების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე კონსორციუმ II-ით ფერმენტირებულებში. 21-ე დღეს, გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები შეესაბამებოდა კოლონიის წარმომქმნელი ერთეულით მიღებულ მონაცემებს (სურათი 3).

ცხრილი 1. პრობიოტიკური ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობა (კწე/მლ) შერჩეული  კონსორციუმებით: კონსორციუმი I (Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum  G99); კონსორციუმი II (Lactobacillus casei  G51 + Lactobacillus plantarum  G101) ფერმენტირებულ ხილის წვენებში

დრო შავქლიავას ფერმენტირებული წვენი ატმის ფერმენტირებული წვენი
კონსორციუმი
I
კონსორციუმი
II
კონსორციუმი
I
კონსორციუმი
II
ჩათესვის მომენტი 1.0×107±0.06 1.0×107±0.06 1.0×107±0.06 1.0×107±0.06
3 დღე (ფერმენტაცია 37 °C) 4.0×108±0.08 1.4×108±0.15 2.0×108±0.12 4.0×108 ±0.10
4 დღე (შენახვა 4 °C) 8.2×108±0.08 9.0×108±0.09 2.3×108±0.08 2.0×109±0.07
7 დღე (შენახვა 4 °C) 2.0×109±0.09 1.2×108±0.06 1.0×109±0.25 5.4×108±0.11
14 დღე (შენახვა 4 °C) 1.0×109±0.08 1.6×108±0.01 1.0×108±0.03 4.0×107±0.04
21 დღე (შენახვა 4 °C) 1.6×108±0.07 5.0×107±0.12 2.4×108±0.07 3.0×107±0.09
28 დღე (შენახვა 4 °C) 3.4×107±0.06 1.2×106±0.05 1.5×106±0.07 1.0×105±0.06
35 დღე (შენახვა 4 °C) 1.8×107±0.06 1.2 ×106 ±0.13 4.2×105±0.10 3.2×104±0.25

 

სურ. 2. ფერმენტირებულ ქლიავის წვენში ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობის ცვლილება დინამიკაში
კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum  G99.


სურ. 3. პრობიოტიკული ბაქტერიების  უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებები  ფერმენტირებულ ხილის წვენებში შერჩეული კონსორციუმებით: კონსორციუმი I (Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99);
კონსორციუმი II (Lactobacillus casei  G51 + Lactobacillus plantarum  G101)

 

 

გვერდის დასაწყისი