საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორია

  მთავარი


shes
mas

 

a-1
a-2
a-3
a-4
a-5
a-6
a-7
a-8
a-9


sed
das
sem

 

chven
pub


 

 

 

 

 

 

 

 

 


დასკვნები

 

ვაშლის, შავქლიავას და ატმის ნიმუშებიდან გამოიყო ლაქტობაქტერიების და საფუვრების 110 იზოლატი. კოლექცია ინახება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში

დადგინდა რომ, pH 2.0-ზე კარგი ზრდით გამოირჩეოდა ჩხირის ფორმის 6 იზოლატი. ნაღვლის მარილების სხვადასხვა კონცენტრაციის მიმართ ტოლერანტობის შესწავლისას 0.3%-ზე გაიზარდა ყველა იზოლატი, 0.5%-ზე – 8, ხოლო 1%-ზე – ნაზრდი არ დაფიქსირდა;

ოთხმა შტამმა აჩვენა Salmonella enterica ATCC 14028-სა და Staphylococcus aureus ATCC 25923-ის მიმართ ინჰიბიტორული მოქმედება. LAB იზოლატები ყველაზე მაღალი ზრდის დათრგუნვით გამოირჩეოდნენ Proteus mirabilis ATCC 12453-სა და Shigella flexneri -ის ATCC12022 წინააღმდეგ;

შერჩეული 10 იზოლატის ანტიბიოტიკური მგრძნობელობის ტესტმა აჩვენა, რომ ყველა იზოლატი რეზისტენტული აღმოჩნდა ციპროფლოქსაცინის, ვანკომიცინის და ნალიდიქსის მჟავას მიმართ, ხოლო ზოგიერთი იზოლატი რეზისტენტული იყო ტეტრაციკლინის, სტრეპტომიცინის და კანამიცინისადმი;

იზოლატების იდენტიფიკაცია განხორციელდა 16S რიბოსომული დნმ-ით და სახეობა-სპეციფიკური პჯრ-ით. იზოლატები მიეკუთვნებოდა Lactobacillus plantarum-ის  და Lactobacillus casei-ის სახეობებს;

მორფოლოგიური (მიკროსკოპირება), ფიზიოლოგიური (ტემპერატურა, ზრდის ინტენსივობა), ბიოქიმიური (შაქრების ფერმენტაცია, კატალაზას ტესტი)  და პრობიოტიკური თვისებების (pH 2.0-ზე ზრდა, ნაღვლის მჟავების მიმართ ტოლერანტობა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა, ანტიმიკრობული აქტივობა პათოგენური ბაქტერიების მიმართ) საფუძველზე შეირჩა 4 შტამი;  ატმის და შავქლიავას წვენების ფერმენტაციისთვის შეიქმნა 2 კონსორციუმი (კონსორციუმი I: Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99 და კონსორციუმი II: Lactobacillus casei G51 + Lactobacillus plantarum G101);

ატმის (კონსორციუმი I, კონსორციუმი II) და შავქლიავას (კონსორციუმი II) პრობიოტიკური წვენების შენახვის ვადად განისაზღვრა 21 დღე, რძემჟავა ბაქტერიების ტიტრით 2.4×108±0.07 კწე/მლ, 3.0×107±0.09 კწე/მლ, 5.0×107±0.12 კწე/მლ,  შესაბამისად. შავქლიავას კონსორციუმ I-ით (Lactobacillus casei G91 + Lactobacillus plantarum G99) ფერმენტირებული წვენის შენახვის ვადად განისაზღვრა 35 დღე, რძემჟავა ბაქტერიების ტიტრით 1.8×107±0.06 კწე/მლ;

შავქლიავას წვენებში საერთო შაქრების შემცველობა კონსორციუმი I-ის გავლენით 132±3.05 გ/ლ-იდან შემცირდა 110±2.12 გ/ლ-ამდე, ხოლო კონსორციუმი II-ით დაიკლო 116.2±2.48 გ/ლ-ამდე. ატმის წვენში კონსორციუმ I-ით ფერმენტაციის შედეგად საერთო შაქრების შემველობა 116±2.02 გ/ლ-იდან შემცირდა 88.5±2.15 გ/ლ-ამდე, კონსორციუმ  II-ით - 84±2.18 გ/ლ-ამდე, 4˚C-ზე შენახვიდან 35-ე დღეს;

წვენებში შაქრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად გაიზარდა ორგანული მჟავების კონცენტრაცია. შავქლიავას წვენში რძემჟავას შემცველობა 0.23±0.04 გ/ლ-იდან კონსორციუმი I-ით 3 დღიანი ფერმენტაციის შემდეგ გაიზარდა 12.8±0.12 გ/ლ-ამდე, კონსორციუმი II-ით - 9.6±0.11 გ/ლ-ამდე. ატმის წვენში კონსორციუმი I-ით 0.16±0.04 გ/ლ-იდან გაიზარდა 9.6±0.09 გ/ლ-ამდე, კონსორციუმი II-ით კი - 8.4±0.12 გ/ლ-ამდე;  

წვენები მდიდარია ფენოლების შემცველობით (395.52±21.78 მგ/ლ, 370.81±18.45 მგ/ლ, 310.41±24.58 მგ/ლ) და ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით (103.57±13.37 მგ AAE/ლ, 140.62±14.80 მგ AAE/ლ,  107.51±14.80 მგ AAE/ლ);

კონსორციუმი I-ით ფერმენტირებულ შავქლიავას წვენის  ნიმუშში, 21 დღეში ჯამური ფენოლების რაოდენობამ მოიმატა დაახლოებით 2.5-ჯერ, ხოლო 35 დღეს, საწყისთან შედარებით 4.5-ჯერ. ფერმენტირებულ შავქლიავას წვენში 35-ე დღეს ჯამური ფენოლების შემცველობა დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატებოდა იმავე პერიოდში ატმის ფერმენტირებულ წვენში არსებულ ფენოლებს;

არაფერმენტირებულ შავქლიავას წვენში ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენდა 233.31±8.7 მგ AAE/ლ-ს, რომელიც ეტაპობრივად შემცირდა კონსორციუმებით მოქმედების შედეგად. შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თერმოსტატში 3-დღიანი ფერმენტაციის შემდეგ.  რაც შეეხება ატმის წვენს, კონსორციუმი  I-ით ფერმენტირებულ  ვარიანტში 131.23±7.2 მგ AAE/ლ-იდან გაორმაგდა 262.47±12.8 მგ AAE/ლ-ამდე, სამაცივრე პირობებში კი საგრძნობლად შემცირდა. მიმდინარე კვლევამ გამოავლინა წვენების დუღილის პოტენციალი რძემჟავა შტამების გამოყენებით არარძის ფუნქციური სასმელების წარმოებისთვის;

მიმდინარე კვლევამ გამოავლინა წვენების დუღილის პოტენციალი რძემჟავა შტამების გამოყენებით არარძის ფუნქციური სასმელების წარმოებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანთა ფართო სპექტრისთვის, მათ შორის, ლაქტოზის მოუნელებლობის მქონე ადამიანების, ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის;

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით უპირატესობა მიენიჭა კონსორციუმი I-ით ფერმენტირებულ შავქლიავას წვენს, რომელიც წარდგენილია საპატენტო განაცხადზე.

 

 

 

გვერდის დასაწყისი