საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორია

  მთავარი


shes
mas

 

a-1
a-2
a-3
a-4
a-5
a-6
a-7
a-8
a-9


sed
das
sem

 

chven
pub


 

 

 

 

 

 

 

 

 



ჩვენ შესახებ

კვლევების ძირითადი მიმართულებები:

საქართველოს სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატურ ზონაში გავრცელებული ბაქტერიებისა და საფუვრების (მათ შორის ექსტრემოფილური ფორმების) კოლექციების შექმნა და გამოყენება

საქართველოს ტრადიციული მევენახეობის რეგიონებიდან ვაზის სხვადასხვა ვეგეტატიური ორგანოდან და ღვინომასალებიდან მადუღარი საფუვრების გამოყოფა და კოლექციის შექმნა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული შინაური ქათმებიდან პრობიოტიკული თვისებების მქონე რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა და მათი ქათმების საკვების დანამატად გამოყენების პერსპექტივების დადგენა

ბაქტერიებისა და საფუვრების მიერ გარემოს დამაბინძურებელი ტოქსიკანტების (ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნიტროარომატული ნაერთები, ქლორორგანული პესტიციდები) გარდაქმნის უნარის შესწავლა და ამ კვლევების საფუძველზე გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების შემუშავება

ხილის ნაყოფებიდან, ავტოქთონური პრობიოტიკული თვისებების მქონე რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა,  კოლექციის შექმნა და მათი გამოყენება ფერმენტირებული  წვენების წარმოებაში


პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის № FR-21-923 პროექტის: ,,ხილის მიკრობიოტაზე დაფუძნებული პრობიოტიკული სტარტერების შექმნა ფერმენტირებული ფუნქციური წვენების მისაღებად“
პროექტის ხანგრძლივობა 3 წელი (24.03.2022-23.03.2025).

ნინო გაგელიძე

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროკარიოტებისა და საფუვრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

ლელა თინიკაშვილი

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,
მეცნიერ-თანამშრომელი.
პროექტის კოორდინატორი

ეთერი ტყეშელიაძე

აგრარულ  მეცნიერებათა დოქტორი.
ახალგაზრდა მეცნიერი,
მკვლევარი

თინათინ სადუნიშვილი

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
მკვლევარი

ხათუნა ვარსიმაშვილი

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
მკვლევარი,
ვებ-გვერდის დიზაინერი

ლანა თოლორდავა

მაგისტრი, უფროსი ლაბორანტი.
მკვლევარი

 

 

 

 

 

გვერდის დასაწყისი