ანი უგრელიძე სწავლას აგრძელებს ორწლიან ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
24 September 2025
აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ანი უგრელიძე სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Plant health in Sustainable Cropping Systems. პირველ წელს ისწავლის ესპანეთში Valencia Polytechnic University-ში, ხოლო მეორე წელს გერმანიაში, Georg-August-Universität Göttingen-ში.
ანიმ მოიპოვა Erasmus Mundus-ის სწავლის დაფინანსება და სტიპენდია ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
