მასტერკლასი თემაზე: „ბრინჯის კრეატიული კერძები ვალენსიიდან“
21 April 2026
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში 8 აპრილს Bernd Knöller სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: „ბრინჯის კრეატიული კერძები ვალენსიიდან“
ბერნდ კნოლერი არის ვალენსBendukidzeCampustaurant RiFF-ის დამფუძნებელი და შეფ-მზარეული. რესტორანი 2009 წლიდან ფლობს მიშლენის ვარსკვლავს და გამოირჩევა თანამედროვე, ინოვაციური მიდგომებით ხმელთაშუაზღვის კულინარიაში.
RiFF განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ პროდუქტებს და ქმნის გემოს თანამედროვე ინტერპრეტაციებს. რესტორნის ვებგვერდზე ვხვდებით მისი კულინარიული მიმართულების ამსახველ ფრაზას: “At RiFF, we cook with a regional passion: from the mediterranean sea, the valencian orchards, and albufera rice.”
რესტორნის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://restaurante-riff.com/home
მასტერკლასის ფარგლებში ბერნდ კნოლერმა აგრარული უნივერსიტეტის მზარეულის სასერტიფიკატო და სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გააცნო ვალენსიური ბრინჯის თანამედროვე გამოყენება და ტექნიკები. მისი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ბრინჯის მარცვლის გამოყენება კომპლექსური ტექსტურებისა და არომატების გამოსახატად.