საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ჩეხურ-სლოვაკურ დელეგაციას უმასპინძლა

07 May 2026

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს 24-27 აპრილს სტუმრობდა პრაღის  ქიმიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UCT Prague) და ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტის (CU Bratislava) დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის „ბაზალეთი 2026-ის” საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიება წარმოადგენს ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგს, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოები. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ვატო ლეჟავას მიწვევით, ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი (Petr Kubernát) და სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი (Matúš Bušovský) პირადად ეწვივნენ უნივერსიტეტს. მათ დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი, ვეტერინარული კლინიკა, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, ამპელოგრაფია და ენოთეკა.

Cz1 Cz2 Cz3 Cz4 Cz5 Cz6 Cz7 Cz8 Cz9