დიმიტრი ნატროშვილი

პროფესორი

დიმიტრი ნატროშვილი

პროფესორი

d.natroshvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1980 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია – ინჟინერ-მექანიკოსი. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საკითხებზე. 2003 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1988 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგ-გადამამუშავებელი და სამშენებლო მანქანების კათედრის ასისტენტად. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგ-გადამამუშავებელი და სამშენებლო მანქანების კათედრის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელად. 2006 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2007-2011 წლებში იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

2003 - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
1980 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი, ინჟინერ-მექანიკოსი

სასწავლო კურსები

სამშენებლო მანქანები (B)