თორნიკე ქოროღლიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

თორნიკე ქოროღლიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

t.koroglishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. იგი არის ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის პროგრამის დოქტორანტი, იკვლევს ონტოლოგიისა და ფენომენოლოგიის საკითხებს, გამოქვეყნებული აქვს შესატყვისი სტატიები და კვლევები. 2011 წლიდან ასწავლის ფილოსოფიას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების სკოლის ფორმირების პროცესში, სადაც ასევე კითხულობდა სამსახიობო ოსტატობის კურსს. 2013-2014 წლებიდან კითხულობს ლოგიკის კურსს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2013 წლიდან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში უძღვება აკადემიური წერის კურსს. 2021-2023 წლებში ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების კურსებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2015 წლიდან აქტიურად იყო ჩართული "კანტის აკადემიის" სასწავლო კურსებში, სადაც სკოლის ასაკის ბავშვებთან არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში კითხულობდა კრიტიკული აზროვნების კურსებს. ამავე პერიოდიდან "აინშტაინის სკოლის" ბავშვებთან ატარებდა ლოგიკური აზროვნების განვითარების მეცადინეობებს. იგი სისტემატურად ატარებს სემინარებს ფილოსოფიასა და რელიგიის საკითხების ირგვლივ, სადაც დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათში მონაწილეობის მიღება.

განათლება

2007 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი

სასწავლო კურსები

ფილოსოფია (B)
ლოგიკა (B)
აკადემიური წერა (B)