აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დოქტორანტების წარმატება

25 მარტი 2015

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

კვლევების დაფინანსება მოიპოვეს დოქტორანტებმა: გიორგი კირკიტაძემ, ინესსა კეკელიძემ, ირაკლი გუჯაბიძემ, ნოდარ ნათენაძემ (ყველა აგრარული უნივერსიტეტი) და გიორგი ნარიმანიშვილმა (თავისუფალი უნივერსიტეტი).

ჯამში მათი გრანტი 157 000 ლარს შეადგენს.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 376 საკონკურსო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 16 განაცხადი, ხოლო 2 განაცხადი მოიხსნა კონკურსანტის პირადი განცხადების საფუძველზე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 87 გამარჯვებული პროექტი.

უნივერსიტეტის ხელმღძვანელობა ულოცავს დოქტორანტებს მიღწეულს წარმატებას.

მსგავსი სიახლეები