აგრარული უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ მოგებული მორიგი საგრანტო კონკურსი

23 იანვარი 2017

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა - "საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა."
 
ტყის რესურსების მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებში ტყეთსარგებლობის მარაგებისა და მოცულობების შეფასებები უკვე მოცემულია ბიომასის მარაგებში ნახშირბადის ეკვივალენტის სახით. ამიტომ, აუცილებელია, რომ განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ჩატარდეს ამ ტიპის კვლევები.
 
კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ტყის შემქმნელი ოთხი ძირითადი სახეობის მუხით, რცხილით, ჩვეულებრივი წაბლით და მურყნით გაბატონებული ტყის ფორმაციები, სადაც განისაზღვრება ტყეების საერთო ბიომასა და ნახშირბადი. დადგინდება მათი მარაგების განაწილება კორომის ცალკეული ფრაქციების (ღერო, ტოტი, წიწვი, ფესვი), ხნოვანების ჯგუფების (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე, მწიფეზე უხნესი), ტყის ძირითადი კომპონენტების (მთავარი სართული, მოზარდი, ქვეტყე, ნიადაგის ცოცხალი საფარი, ტყის მკვდარი საფარი) და ნიადაგში მკვდარი ორგანული ნივთიერებების ბიომასები, მათში დეპონირებული ნახშირბადის მარაგები და წლიური ნამატი.
 
პროექტში წარმოდგენილი იქნება კონვერსიული კოეფიციენტები - მერქნის მარაგის (მ3) კოვნერსია აბსოლიტურ მშრალ ბიომასაში (ტონა), ცალკეული ფრაქციებისა და ხნოვანების ჯგუფების მიხედვით.
 
პროექტის ბიუჯეტი: 140 000 ლარი.
პროექტის ხელმძღვანელი: ზვიადი ტიგინაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი.

მსგავსი სიახლეები