აგრარული უნივერსიტეტის 8 პროექტმა გრანტი მოიპოვა
04 მაისი 2015
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2014 წელს გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში აგრარული უნივერსიტეტიდან წარდგენილი იყო 52 პროექტი, რომელთაგან გრანტი მოიპოვა 8 განაცხადმა:
1. ნანა ბიწაძე - ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, „საქართველოს მე-19 საუკუნის მიკოლოგიური ჰერბარიუმი და მიკრომიცეტების შტამების ცოცხალი კოლექცია და მისი შენარჩუნებისა და განახლების პერსპექტივები"
2. მარიკა კუნჭულია - კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, „მოვლენათა დროითი პროგნოზირება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში"
3. ნინა კულიკოვა - სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის უჯრედული იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, „საფერავის ჯიშის ყურძნიდან გამოყოფილი სტილბენოიდური ნაერთების ლიპიდური მეტაბოლიზმის მარეგულირებელი მოქმედების შესწავლა ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების in vitro მოდელზე"
4. ნარგიზა ბარამიძე - მკვლევარი, „თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება ბირთვული პოლიედროზის თაობებში გადაცემის შესწავლა უახლესი მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდებით"
5. თენგიზ ურუშაძე - მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი „საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა"
6. იგორ ლაგვილავა - „მრავალფუნქციონალური დანიშნულების მოდიფიცირებული სამთაბარო თვითმავალი შასის თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევა და ძირითადი პარამეტრების ოპტიმიზაცია"
7. ბეჟან ბასილაშვილი - „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ნორმატიულთან შესაბამისობის კვლევა და ანალიზი"
8. ზვიად ბობოქაშვილი - „საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და შეფასება"
პროექტების ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 1,047,500 ლარს.