აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია "Experimental Brain Research"-ში
22 მაისი 2015
გამომცემლობა Springer-ის ჟურნალმა Experimental Brain Research (იმპაქტ ფაქტორი 2.168) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის, აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: "Ageing and visual spatiotemporal processing" გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორები არიან: კ. პილცი, მ. კუნჭულია, ხ. ფარქოსაძე, მ. ჰერცოგი.
მეცნიერებმა შეისწავლეს მხედველობითი სივრცითი – დროითი ინფორმაციის პროცესინგი ხანდაზმულობისას.
აღმოჩდა, რომ მხედველობითი ინფორმაციის პროცესინგი ირღვევა მხოლოდ ხანდაზმულების გარკვეულ ჯგუფში, რასაც თან ახლავს სივრცითი და დროითი მხედველობის დარღვევა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს დარღვევები განპირობებულია ცვლილებებით ქერქის დონეზე ვიდრე ბადურის დონეზე.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აუცილებელია ინდივიდუალური განსხვავებულობის გათვალისწინება ხანდაზმულებში მხედველობის ფუნქციის შესწავლისას.