აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია Food Microbiology-ში
15 მარტი 2015
გამომცემლობა Elsevier-ის ჟურნალმა Food Microbiology (საკვების მიკრობიოლოგია, იმპაქტ ფაქტორი 3.374) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, სომხეთის არმბიოტექნოლოგის, ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ერთობლივი სტატია “მაწვნის, ტრანსნაციონალური ფერმენტირებული რძის მიკრობული ბიოგეოგრაფია” გამოაქვეყნა.
სტატიის ავტორები არიან: ნ. ბუკულიხი, ლ. ამირანაშვილი, კ. ჩიტჩიანი, ნ. გაზანჩიანი, კ. დარბინიანი, ნ. გაგელიძე, თ. სადუნიშვილი, ვ. გოგინიანი, გ. კვესიტაძე, თ. ტოროკი და დ. მილსი.
რძის ფერმენტაციის პროდუქტი მაწონი ტრადიციული ეროვნული საკვებია საქართველოსა და სომხეთში. ბიოგეოგრაფიის და რძის ტიპის გავლენა ამ პროდუქტის მიკრობულ ბიომრავალფეროვნებაზე და სოკოურ შემადგენლობაზე თითქმის შეუსწავლელია. მაღალი მწარმოებლურობის მარკერ გენ სეკვენსის (High-throughput) მეთოდი იქნა გამოყენებული საქართველოს და სომხეთის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტიპის რძიდან დამზადებულ მაწვნის ბაქტერიული და სოკოური კომუნითის - პროფილის შესასწავლად.
შედეგების მიხედვით როგორც რძის ტიპი (ძროხის, კამეჩის, თხის, ცხვრის), ისე წარმოების რეგიონი გავლენას ახდენს მაწვნის მიკრობიოტაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წარმოებისტრადიციული მეთოდებით პარტიიდან პარტიაში შენარჩუნებულია უნიკალური რეგიონული მიკრობიოტა. ყველა რეგიონის მაწვნებში ბაქტერიებიდან ძირითადად Lactobacillus და Streptococcus გვხვდებოდა. ამასთან, საფუვრების პროფილიც მკვეთრად განსხვავდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობები რეგიონს და რძის ტიპს იყო: Kluyveromyces marxianus, Candida famata, Saccharomyces cerevisiae, Lodderomyces elongisporus, და Kluyveromyces. საქართველოში თხის რძის მაწვნებში უპირატესად გვხვდება Kluyveromyces lactis, Candida zeylanoides და C. famata.
კვლევა იძლევა დუღილის ამ პროდუქტებში გამოვლენილი სპეციფიკური მიკრობიოტების, უფრო დეტალური დახასიათების საშუალებას, რომლებიც მრავალფეროვანი მიკრობული კულტურების წყაროა რძის მრეწველობისთვის.