აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია „Journal of Vision“-ში

01 აპრილი 2017

სამეცნიერო ჟურნალმა Journal of Vision (იმპაქტ ფაქტორი 2.341) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის და ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია, გამოაქვეყნა სათაურით - “ The role of one-shot learning in #TheDress”.
 
სტატიის ავტორები არიან: ლეილა დრისი დაუნდი, ადრიენ დოერგინი, ხათუნა ფარქოსაძე, მარინა კუნჭულია, მაიკალ ჰერცოგი.
 
მეცნიერებმა შეისწავლეს „კაბის“ ფენომენი რომლის ფოტოს გამოქვეყნებაც მსოფლიო მედიაში სერიოზული დისკუსიის თემა გახდა.
 
ადმიანთა ნაწილი კაბას თეთრ-ოქროსფერში, ნაწილი კი შავ-ლურჯ ფერებში აღიქვამდა.
 
კაბა რეალურად შავ-ლურჯი ფერისაა.
 
განსხვავებით ფერის ილუზიების უმეტესობისგან, სადაც ფერთა აღქმა თითქმის ყველასთვის ერთნაირად, ილუზორულიად ხდება, ამ, უკვე ცნობილი კაბის შემთხვევაში, მიუხედავად ერთნარი ფონისა, ფერთა აღქმა განსხვავებულია და არ იცვლება.
 
კვლევის შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ფონური განათების განსხვავებული ინტერპრეტაცია (ნათელი თუ ბნელი) განაპირობებს კაბის ფერების მიკერძოებულ აღქმას.
 
ამასთანავე, კაბის ფოტოს პირველადი წარდგენისას ე.წ. ერთჯერადი დასწავლის ეფექტი უნდა თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს კაბის შემდგომში შავ-ლურჯად ან ოქროსფერ-თეთრად აღქმის სტაბილურობაში.

მსგავსი სიახლეები