აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა სტატია Trade Science Inc-ის ჟურნალში

21 ივლისი 2017

აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერების მიმოხილვითი სტატია "Biodegradable functional polymers composed of naturally occuring amino acids" გამოქვეყნდა გამომცემლობა Trade Science Inc-ის ჟურნალში "Research & Reviews in Polymer" (იმპაქტ ფაქტორი 1.5).

სტატია დაიწერა ჟურნალის "Research & Reviews in Polymer" დაკვეთით, რომლის რედაქციის წევრიც აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, რამაზ ქაცარავა რახლავთ.

სტატიაში განხილულია სხვადასხვა კლასის ფუნქციური ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდები მინომჟავების საფუძველზე - ფსევდოპროტეინები: (I) გვერდით ჯაჭვში თავისუფალი კარბოქსილის ჯგუფის (-COOH) შემცველი პოლიესტერამიდები, რომელთაც აღმოაჩნდათ უნიკალური ელასტომერული თვისებები და გამოიყენება სისხლძარღვის სტენტის საფარი მასალის სახით, (II) გვერდით ჯაჭვში გუანიდინის ჯგუფის შემცველი პოლიკატიონები, როგორც ბიოდეგრადირებადი გენის ტრანსფექციის და ბაქტერიციდული აგენტები, (III) ჰიდროქსილის ჯგუფის შემცველი პოლიესტერამიდები, როგორც წამლების და ბიოაქტიური აგენტების ბიოდეგრადირებადი მატარებლები, (IV) უჯერი პოლიესტერამიდები, რომელთაც გააჩნიათ ქიმიური, თერმული და ფოტო-ქიმიური ტრანსფორმაციის უნარი და (V) მაღალრეაქტიული ეპოქსი-პოლიესტერამიდები - პოლიმერ-მატარებლები წამლებისა და სხვა ბიოაქტიური ნაერთების კოვალენტური შეკავშირებისათვის რბილ პირობებში, განხილულ ფუნქციურ პოლიმერებს გააჩნიათ მაღალი პოტენციალი განწოვად ქირურგიულ და ფარმაცევტულ მასალებად გამოყენებისათვის.

სტატიის ავტორები არიან: ნინო ზავრადაშვილი, გიული ჯოხაძე, მარეხ გვერდწითელი, დავით ტუღუში და რამაზ ქაცარავა.

მსგავსი სიახლეები