აგრარული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა ორი ბროშურა

02 დეკემბერი 2021

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა ორი ბროშურა: „ვერხვის მრავალმიზნობრივი პლანტაციები და მათი გაშენების სქემები“,  „ვერხვი: ბიოეკოლოგია, ტაქსონომია და ჰაბიტატები“ - ნ. გოგინაშვილის, გ. ქავთარაძის და მ. ბაჩილავას ავტორობით. ბროშურებში განხილულია სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეებიდან - ვერხვის ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური მნიშვნელობა, როგორც მერქნის სწრაფად მიღების წყარო, მისი ტაქსონიმია, ისტორია, ჰაბიტატები და პლანტაციების გაშენების სქემები.

ბროშურები გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი #PHD F – 18-5615).

მსგავსი სიახლეები