აგრარული უნივერსიტეტის საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

27 ნოემბერი 2014

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა 2014/2015 სასწავლო წლის ნიადაგმცოდნეობაში საველე სკოლის პირველი სხდომა სამხრეთ საქართველოში.

საველე სკოლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს აგრარული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.

საველე სკოლას უძღვებოდნენ აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გულიკო აფციაური.

სკოლის მიზანია ნიადაგმცოდნეობის პოპულარიზაცია სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის.

მონაწილეები გაეცნენ ყომრალ და შავ-ყომრალ ნიადაგებს (მანგლისის და თეთრი წყაროს მიდამოებში), შავმიწას (წალკის მიდამოებში).

საველე სკოლის მომდევნო სხდომები იგეგმება გომბორის და სურამის ქედებზე, დავით გარეჯის, მცხეთის, სტეფანწმინდის, ქუთაისის მიდამოებში, ბორჯომის ხეობაში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია.

მსგავსი სიახლეები