აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების წარმეტაბა გერმანიაში

10 ოქტომბერი 2019

22-24 სექტემბერს ბაიროითში (გერმანია) გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი 16th biennial international Bayreuth Polymer Symposium, სადაც ქიმიის პროგრამის სტუდენტები ნანა არაყიშვილი (IV კურსი) და ნოდარ დუმბაძე (მაგისტრატურის I კურსი) წარდგნენ სტენდური მოხსენებით, რომელსაც ასევე წინ უძღოდა მოკლე წარდგენითი ზეპირი მოხსენება.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნული პრესტიჟული კონფერენციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები იყვნენ.
წარდგენილი კვლევა ეხებოდა საწვავი ელემენტებისათვის განკუთვნილი ახალი მასალების სინთეზს (Synthesis and Characterization of Sulfonated Poly(phenylene sulfone) Based Phase-Separated Multiblock Copolymers for PEMFC Application).
კვლევა შესრულებულია ფოლკსვაგენის გრანტის „Novel polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application” (Az: 93 331) ფარგლებში.
ნაშრომის თანაავტორია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი თამარ ტყეშელაშვილი.

მსგავსი სიახლეები