აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ERASMUS + პროგრამის ფარგლებში
13 ივლისი 2016
გაცნობებთ, რომ ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი გაიზენჰეიმის(გერმანია) უნივერსიტეტში 2016/2017 სასწავლო წლისთვის (1 წლით) სრული დაფინანსებით. უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე აგრარულ უნივერსიტეტს მიღებული აქვს ევროკავშირის გრანტი 4 ადგილზე, რომელიც შემდგენაირად გადანაწილდება:
- 1 მაგისტრატურის სტუდენტი
- 2 მეღვინეობის ბაკალავრი (3-4 კურსი)
- 1 ნებისმიერი სხვა პროგრამის ბაკალავრი აგრარულის მიმართულებიდან (3-4 კურსი)
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები:
1. გერმანული (ან შესაბამისად ინგლისური ენის) კარგი ცოდნა. უცხო ენაში გამოცდა/ტესტირება წინასწარ მოხდება უნივერსიტეტში.
2. ნიშნების ფურცელი (ინგ.ენაზე) (GPA-ის მითითებით).
3. სარეკომენდაციო წერილი
4. სამოტივაციო (შენიშვნა: სამოტივაციოში, სტუდენტმა უნდა მიუთითოს თუ რომელ საბაკალავრო პროგრამაზე რომელი სასწავლო კურსების გავლას აპირებს. სავალდებულოა 30 კრედიტის დაგროვება. სასწავლო საბაკალავრო პროგრამები წინასწარ უნდა მოიძიოს სტუდენტმა შემდეგი ვებგვერდიდან: http://www.hs-geisenheim.de/en/international.html ).
5. ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტის ქონა (დასკანირებული ასლი).
შენიშვნა: ყველა საბუთი წარმოდგენილ უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე.არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება. ყველა საბუთი უნდა იყოს დასათაურებული შესაბამისად. მაგ. Motivation letter-Tamar Khitarishvili; Transcripts- Tamar Khitarishvili და ა.შ.
საბუთები უნდა წარდმოადგინოთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ქ-ნ თამარ ხითარიშვილთან არაუგვიანეს ა.წ. 21 ივლისისა შემდეგ ელ.ფოსტაზე:t.khitarishvili@agruni.edu.ge.