აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის წარმატება ვროპულ სამეცნიერო ფორუმზე

29 ივნისი 2015

21-25 ივნისს ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე „მანქანები სოფლის მეურნეობაში".

კონგრესის თემატიკა მრავალფეროვანი იყო , ეხებოდა ტექნიკურ პროგრესს სოფლის მეურნეობაში და შრომატევადი პროცესების მექანიზაციის დონის ამაღლებას.

წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები დაყოფილი იყო სამ სექციად:
1. მანქანები სოფლის მეურნეობაში - გამოკვლევა და გამოცდა, ახალი ტექნოლოგიები;
2. მანქანების გამოყენება - სერვისი, ეკოლოგია;
3. ინოვაციური ელექტროტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში.

სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 100-ზე მეტი მეცნიერი.

წარმოდგენილი იყო ასევე სამეცნიერო მოხსენებები ირანიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებათან ერთად საქართველოდან წამოდგენილი იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და სრული პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერბათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ასევე იყო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესის თანაორგანიზატორი.

კონგრესის მონაწილეებს საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სახელით მიესალმა ჯემალ კაციტაძე და პლენალურ სდომაზე პირველმა წარადგინა მოხსენება - „Theory of similarity and dimensions in the study of the process of restoration of details of agricultural machinery under submerged arc welding" (მსგავსობითობისა და განზომილებათა თეორია სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დეტალების მდნობის ქვეშ დადუღებით აღდგენის პროცესის გამოკვლევის დროს).

მოხსენებამ მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა და კონგრესის დახურვისას მას მიენიჭა პირველი ადგილი, ხოლო ჯემალ კაციტაძეს გადაეცა სპეციალური პირველი ხარისხის დიპლომი.

სამეცნიერო ნაშრომი პირველ ნომრად დაიბეჭდა მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Mechanization in Agriculture", რომელიც გამოიცემა ქალაქ სოფიაში, ხოლო ჯემალ კაციტაძე შეყვანილია აღნიშნული პრესტიჟული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში, რაც უნივერსიტეტისთვის დიდი წარმატებაა.

მსგავსი სიახლეები