ჩვენი მეცნიერების სტატია ევროპულ ჟურნალში

28 ივლისი 2020

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის და პოლონეთის მცენარეთა შეჯვარებისა და აკლიმატიზაციის ინსტიტუტის (IHAR) თანამშრომლებმა (თ.სადუნიშბილი, ა.ვეგიერეკ-მაციეჟევსკა, ე.არსენიუკი, დ.ღაღანიძე, ნ.ამაშუკელი, ნ.სტურუა, ლ.ამირანაშვილი, შ.ხარაძე, გ.კვესიტაძე) ამერიკის საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნეს სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში European Journal of Plant protection.

საქართველოში სხვადასხვა გეოგრაფიული წარმოშობის Clavibacter michiganensis subsp sepedonicus მოლეკულური, მორფოლოგიური და პათოგენური დახასიათება პირველადაა შესწავლილი საქართველოში კარტოფილის რგოლოვანი სიდამპლე და მისი გამომწვევი  Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus (Cms). ნიმუშები შეგროვდა საქართველოს კარტოფილის მწარმოებელ რეგიონებში მინდვრებსა და კარტოფილის საცავებში. კარტოფილის ტუბერები ასევე შეგროვეებულ იქნა აგრარულ ბაზრებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, საიდანაც კარტოფილი შემოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან. 124 კარტოფილის ნიმუშში Cms- ის დეტექცია განხორციელდა სპეციფიკური PCR ანალიზისა და ბიოტესტის საშუალებით. Cms ოცი იზოლატი იქნა გასუფთავებული და დადასტურებული სპეციფიკური PSA-1 და PSA-R პრაიმერების კომპლექტით. იზოლატები დახასიათებულია უჯრედის მორფოლოგიის, კულტურულ-ბიოქიმიური თვისებებისა და ვირულენტობის მიხედვით. შესწავლილ იქნა Cms იზოლატების გენეტიკური მრავალფეროვნება მოლეკულური ტიპირების მეთოდებით, როგორიცაა  სხვადასხვა რესტრიქციული ფერმენტებით დამუშავებული დნმ-ის ლღობის პჯრ (PCR MP) და ცვლადი  ვარიაბელობის ტანდემური გამეორებების რაოდენობათა პჯრ  (VNTR PCR) პროფილები. გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი განსხვავებები Cms იზოლატებს შორის, რომლებიც არ უკავშირდება მათ გეოგრაფიულ წარმოშობას.

პუბლიკაციის აბსტრაქტი ხელმისაწვდომია აქ.

მსგავსი სიახლეები