დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია

30 ივნისი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა აგრარული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია "პროკარიოტების ვირუსების მრავალფეროვნება და როლი ბიოსფეროში."

დავით ფრანგიშვილი არის პარიზის პასტერის უნივერსიტეტის (Institut Pasteur) “Viruses of Hyperthermophilic Archaea” ჯგუფის ხელმძღვანელი.

ლექციაზე მომხსენებელმა მიმოიხილა ვირუსები და ბაქტერიოფაგები, ისაუბრა ფაგოთერაპიის მნიშვნელობაზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უახლესი კვლევების მიმდინარეობის შესახებ.

ლექციის ბოლოს დავით ფრანგიშვილმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, გაიმართა დისკუსია.

 

ლექცია ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით.

მსგავსი სიახლეები