დედამიწა ჩვენი სახლია - მოსწავლეთა მე-11 რესპუბლიკური ოლიმპიარა ნიადაგმცოდნეობაში

13 აპრილი 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარდა მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში "დედამიწა ჩვენი სახლია".

ოლიმპიადის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია, აგრარული მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება და გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად. კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 132-მა მოსწავლემ (სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, გურიის, ქართლის რეგიონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები) რომელთაგან, ჟიურის მიერ, შემდეგი ტურისთვის შერჩეული იქნა 47 მონაწილე.
ოლიმპიადის დასკვნით ტურში, რომელიც გაიმართა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2017 წლის 25 მარტს, მონაწილეობა მიიღო 18 სკოლის 42 მოსწავლემ.

შეფასებული იქნა მოსწავლეთა ნაშრომები, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ I, II, III ადგილის დამადასტურებელი, ხოლო პედაგოგებს - მადლობის სიგელები.

„დედამიწა ჩვენი სახლია“

მოსწავლეთა 11 რესპუბლიკური ოლიმპიარა ნიადაგმცოდნეობაში

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებისა  და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარდა მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში „დედამიწა ჩვენი სახლია“ .

ოლიმპიადის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო დისციპლინების (განსაკუთრებით ნიადაგმცოდნეობის) პოპულარიზაცია; აგრარული მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება; გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვის აუცილებლობის გათავისება.

ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 132 მოსწავლემ (სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, გურიის, ქართლის რეგიონების; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის; თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები) რომელთაგან, კომპეტენტური ჟიურის მიერ, შემდეგი ტურისთვის შერჩეული იქნა 47 მონაწილე.

 ოლიმპიადის დასკვნით ტურში, რომელიც გაიმართა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2017 წლის  25 მარტს, მონაწილეობა მიიღო 18 სკოლის  42 მოსწავლემ.

ჟიურის მიერ შეფასებული იქნა მოსწავლეთა ნაშრომები,  რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ I, II, III  ადგილის დამადასტურებელი, ხოლო პედაგოგებს -  მადლობის  სიგელები.

I ადგილი დაიმსახურა 12 მოსწავლემ, II ადგილი 15 მოსწავლემ და III - 15 მოსწავლემ.

მსგავსი სიახლეები