ექსპერტთა ტრენინგი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში

15 მაისი 2017

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 მაისს ჩატარდა ფერმერის/აგრობიზნეისი მენეჯერის  პროფესიული პროგრამის შემმუშავებელ ექსპერტთა და პედაგოგთა ტრენინგი.

ტრენინგი ჩაატარეს პროექტის პარტნიორის “იმერეთი გრინერის” წარმომადგენლებმა - დიედერიკ ალევენმა (ჰოლანდია) და ნათია ხელაიამ.

ტრენინგი შეეხებოდა ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, სასათბურე მეურნეობის მოწყობას და მართვას, სასათბურე მეურნეობის ფინანსური მენეჯმენტის თავისებურებებს, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის შემუშავებისთვის.

“იმერეთი გრინერის” წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს ჰოლანდიის გამოცდილება სასათბურე მეურნეობების განვითარებასთან და მოვლასთან დაკავშირებით, ასევე, სათბურებში წარმოებული პროდუქტის მიწოდების და მოთხოვნის არსებული ტენდენციები, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის მასშტაბით. განხილულ იქნა სათბურში წარმოებული პროდუქტის მარკეტინგთან დაკავშირებული და სხვა, დამსწრეთათვის საინტერესო საკითხები. “იმერეთი გრინერის” წარმომადგენლებმა უპასუხეს ტრენინგის მონაწილეთა შეკითხვებს.

“იმერეთი გრინერის” მონაწილეობა პროექტში მნიშვნელოვანია ფერმერის/აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიული პროგრამის შემუშავების პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირების თვალსაზრისით.

“იმერეთი გრინერი” ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, რომელსაც გააჩნია სასათბურე მეურნეობები საქართველოში და მისი პროდუქცია, ამ ეტაპზე, ორიენტირებულია საქართველოს ბაზარზე, ხოლო სამომავლოდ კომპანია გეგმავს ექსპორტსაც.

მსგავსი სიახლეები