ეროვნული გამოცდების სტატისტიკა

25 აგვისტო 2013

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე მიღებული ქულებით პირველ ადგილზე გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.

უნივერსიტეტების ათეული ასე გამოიყურება:

1. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 2159, 9 ქულა
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2003,0 ქულა
3. GIPA-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - 1984,3 ქულა
4. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი - 1963,3 ქულა
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1959,6 ქულა
6. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 1940,8 ქულა
7. ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი – 1928,3 ქულა
8. კავკასიის უნივერსიტეტი - 1925,9 ქულა
9. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 1913,3 ქულა
10. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1912,3 ქულა

პროგრამების მიხედვით საუკეთესო ათეული ასეთია:

1. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა - 2211,9 ქულა
2. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - ფიზიკა - 2204,1 ქულა
3. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება - 2168,6 ქულა
4. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები - 2163,5 ქულა
5. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -საერთაშორისო ურთიერთობები - 2139,0 ქულა
6. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები - 2131,5 ქულა
7. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -საერთაშორისო სამართალი - 2121,2 ქულა
8. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართალი - 2116,9 ქულა
9. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა - 2105,9 ქულა
10. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მათემატიკა - 2097, 2 ქულა


რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტს, საქართველოში არსებული 529 პროგრამიდან, აგრუნის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 34-ე ადგილზეა.

ჩვენ ლიდერები ვართ მაღალქულიანი სტუდენტების მიღების მაჩვენებლითაც. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 20 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე აბიტურიენტიდან, 10 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, 50-დან - 25, ხოლო 500-დან - 186.

ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილე ათი აბიტურიენტიდან შვიდმა თავისუფალი უნივერსიტეტი აირჩია.

მსგავსი სიახლეები