ევროგაერთიანების ქვეყნების გამოცდილება ქართველ მეწარმეებს
13 აპრილი 2015
13-18 აპრილს გაიმართება RERAM-ის საკორცესიუმო პროექტის დღეები საქართველოს ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოებში.
აგრარული უნივერსიტეტის მეტყევე მეცნიერები, პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის ხელმძღვანელობით, ექსპერტ-მწვრთვენელების სტატუსით, ავსტრიელ კოლეგებთან ერთად მეწარმეებს საკუთარ საწარმოებში შეასწავლიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების კონკრეტულ გზებსა და აუცილებელ ჩვევებს.
წამყვან ევროპულ ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვანია ხე-ტყისა და მისი გადამუშავების სფეროში ნედლეულისა და ენერგიის რესურსების ეფექტიანი მოხმარებისათვის.
23-27 აპრილს თბილისშივე იმუშავებს საერთაშორისო კორცერსიუმის სამეთვალყურე საბჭო, რომლისაც მასპინძლობას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი გაუწევს.