ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი

22 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "ინოვაციური მეთოდების დამუშავება საქართველოსათვის ინვაზიური მავნე მწერის ბზის ალურას - Cydalima perspectalis მონიტორინგისა და კონტროლისათვის“.
 
ინვაზიური სახეობების გავრცელება გლობალური პრობლემაა. მათი არეალი მთელ დედამიწაზე სწრაფად ფართოვდება. საქართველოს უნიკალურ ტყის ბიომრავალფეროვნებას ხშირად საფრთხეს უქმნიან ასეთი შემოჭრილი მავნე ორგანიზმები, რომლებიც ახალ პირობებში სწრაფად ადაპტირდებიან და გამოირჩევიან ძლიერი მავნეობით. მათ ახალ ტერიტორიაზე არ ჰყავთ ბუნებრივი მტრები, რომლებიც დაარეგულირებენ მავნებლის რიცხოვნობას. აღნიშნული მავნებელი საქართველოში შემოიჭრა ქალაქ სოჭიდან (სოჭში კი შემოყვა ოლომპიური თამაშებისათვის ქალაქის გასამწვანებლად შემოტანილ ბზის ნერგებს) 2013 წელს და წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ენდემური სახეობის - კოლხურ ბზის დაზიანება დაიწყო.
 
წარმოდგენილი პროექტის მიზანია მავნე მწერის ბზის ალურას გავრცელების არეალის და დაზიანების ინტენსივობის დადგენა დასავლთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მონიტორინგისა და კონტროლის კომპლექსური ღონისძიების შემუშავება გარემოსთვის უსაფრთხო ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
 
პროექტის ბიუჯეტია 212 000 ლარი.
პროექტის ხელმძღვანელი - აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი არჩილ სუპატაშვილი.

მსგავსი სიახლეები