გენომიკა: ადამიანის გენომი, ფაქტები, შედეგები, მომავალი

08 მაისი 2015

7 მაისს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის MNS-ის ეგიდით, დავით მანაგაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - გენომიკა: ადამიანის გენომი, ფაქტები, შედეგები, მომავალი.

დავით მანაგაძე აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ბიოინფორმატიკოსია,მიკროსხეულების ბიოგენეზზე მოლეკულურ-ბიოლოგიური და პროტეომიკური კვლევების, არამაკოდირებელი დნმ-ის ექსპრესიისა დაევოლუციის, ასევე ორთოლოგ გენთა ევოლუციისა და კიბოს მეტაბოლური გზების შესახებ კვლევების ავტორი; ამჟამად მუშაობს გენომთაანოტაციაზე, სამაგალითო მიმდევრობებისა და ჰომოლოგი გენების მონაცემთა ბაზების შექმნაზე.

ლექცია შეეხებოდა ბიოლოგიის ახალ დარგს - გენომიკას, ადამიანის გენომის პროექტს, აღწერილ ფაქტებსა და მათ ანალიზს, ასევე პროექტის შედეგებს ბიოლოგიაში, მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში და სამომავლო გეგმებს.

მსგავსი სიახლეები