ჰაიდელბერგცემენტის კვლევა ჩვენი მეცნიერების მონაწილეობით

03 ნოემბერი 2016

აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა მურვანიძემ, ასისტენტ პროფესორმა შალვა ბარჯაძემ და დოქტორანტმა ნინო თოდრიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პფორესორ ლევან მუმლაძესთან ერთად ჩაატარეს კვლევა, რომელიც დაფინანსებული იყო კომპანია ჰეიდელბერგცემენტის მიერ კარიერების ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში.

პროექტის მიზანი იყო კომპანიის მიერ კასპის თიხის კარიერზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ეფექტურობის შეფასება ნიადაგის ართროპოდების ბიოინდიკატორი ჯგუფების მეშვეობით.

ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება აღდგენილ ტერიტორიებზე განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც ღობით იყო დაცული გადაძოვებისგან და ნიადაგი თითქმის მთლიანად იყო დაფარული მცენარეული საფარით. ასეთ ტერიტორიებზე განსაკუთრებით მაღალი იყო ნიადაგის უხერხემლოების მრავალფეროვნება და მათი დასახლების სიმჭიდროვე.

კომპანია ჰეიდელბერგცემენტმა გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების სურვილი.

მსგავსი სიახლეები