ლავუაზიეს წრე

14 აპრილი 2014

13 აპრილს დიღმის დაუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის, ლავუაზიეს წრის პირველი და მეორე ტური ჩატარდა.

გუნდებმა მიცემული ინსტრუქციების მიხედვით ქიმიის ტურში 3 დავალება შეასრულეს.

პირველ დავალებაში გუნდებმა წითელი კომბოსტოსგან ინდიკატორი დაამზადეს. მისი საშუალებით 3 უცნობი ხსნარიდან (მჟავა, ტუტე, წყალი) ამოიცნეს ტუტის ხსნარი.

მეორე დავალებაში - შაბიამნისა და წინა დავალებაში ამოცნობილი ტუტის ხსნარის საშუალებით, 3 უცნობი ხსნარიდან (გლუკოზა, საქაროზა, წყალი) გლუკოზას ხსნარი ამოიცნეს.

მესამეში გუნდებმა გამოიყენეს წინა დავალებებში ამოცნობილი ტუტის და გლუკოზას ხსნარები, ასევე ინდიგოკარმინი და მათი საშუალებით დაამზადეს სითხე, რომელიც დაყოვნებისას ყვითლდება, ხოლო შენჯღევისას ჯერ წითლდება, შემდეგ კი მწვანდება.

მსგავსი სიახლეები